top of page

" ყოფაქცევის კულტურა"
საჯარო და პიროვნული ზრდის გზამკვლევი თანამედროვე თაობისთვის​.

დღეს, როდესაც განათლება მხოლოდ აკადემიურ ცოდნაზე არ შემოიფარგლება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ კულტურულად ცხოვრება, ქცევა და აზროვნება — სხვების პატივისცემითა და სოციალური პასუხისმგებლობით.

ლიანა ბედინაძის წიგნი „ყოფაქცევის კულტურა“ ამ მიზანს ემსახურება.
იგი აერთიანებს პრაქტიკულ რჩევებს, რეალურ მაგალითებსა და ინტერაქტიულ სავარჯიშოებს, რომლებიც დაეხმარება:

მასწავლებლებს — მოსწავლეებში ჩამოაყალიბონ პოზიტიური, ეთიკურ ღირებულებებზე დაფუძნებული გარემო;

მოსწავლეებს — შეისწავლონ თავიანთი ქცევის გააზრება, სხვისი პატივისცემა, პასუხისმგებლობა და გუნდური თანამშრომლობა.

ll.jpg

გამოიწერე კლასისთვის სახელმძღვანელო "ყოფაქცევის კულტურა" კლასისთვის და მიიღე მასწავლებლის წიგნი უფასოდ.

დარეგისტრირდი მასწავლებელთა უფასო ტრენინგზე რომელიც ეძღვნება სკოლებში „ყოფაქცევის კულტურის“ გაკვეთილების ეფექტურად ჩატარებას ამ სახელმძღვანელოს საშუალებით. ტრენინგის განმავლობაში პედაგოგებს მიეწოდება პრაქტიკული ინსტრუქციები, ნიმუშები და მეთოდური რეკომენდაციები.

2019_globalethicsday2019-hashtag.png

ეთიკა - ზნეობრივი ღირებულებების სწავლება სკოლაში

14 ნოემბერი 2025
მესამე ყოველწლიური კონფერენცია

ასოციაცია მცოდნელი – სიახლეთა კვლევის ცენტრი გიწვევთ მეორე ყოველწლიურ კონფერენციაზე დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს მონაწილეობის მისაღებად.

კონფერენციის მიზანია სკოლებში ეთიკის-ზნეობრივი ღირებულებების დანერგვა და მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ეთიკა, როგორც პედაგოგიური დისციპლინა,

  • სადამრიგებლო საათის ეფექტური გამოყენება,

  • პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება,

  • ზნეობრივი ღირებულებების დანერგვა სწავლების დაწყებით საფეხურზე.

  • ბულინგი სკოლებში და მათი დაძლევის გზები,

  • მასწავლებელთა თანამშრომლობა მშობლებთან და პასუხიხმგებლობა,

  • კლასის მართვის ეფექტური ხერხები

 რეგისტრაცის ბოლო ვადა 2025 წლის 10 ნოემბერი

კონფერენციაზე მონაწილეობა არის უფასო

კონფერენცია ხორციელდება კარნეგის საბჭოს (ნიუ იორკი, აშშ) პროგრამის გლობალური ეთიკის დღის ფარგლებში, ასოციაცია "მცოდნელი" არის კარნეგის საბჭოს წევრი და ის უერთდება მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებს, რომელც ითვალისწინებს ეთიკის -ზნეობრივი ღირებლებების დანერგვას საზოგადოებაში.

არდადეგებზე დამხმარე წიგნი "ისწავლე და იხალისე არდადეგებზე" -1 კლასის მოსწავლეებისათვის. 
წიგნში მოცემულია ლექს–ამოცანები და სხვადასხვა სახალისო სავარჯიშოები, რომელიც საშუალებას მისცემს მოსწავლეს ხალისიანად გაატაროს არდადეგები და გაიღრმავოს ცოდნა.

სასკოლო სცენარები და ღონისძიებები

   მოსწავლეთა შემოქმედებითი და ჰარმონიული განვითარება სასკოლო განათლების ძირითადი მიზანია. აუცილებელია მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს საერთო კულტურა ხელოვნების სხვადასხვა დარგებისადმი, გაუჩნდეს რწმენა საკუთარი შესაძლელობის გამოვლენისა, 

ჩვენი ბლოგი

ვაკანსია მცოდნელში

ასწავლე ყოფაქცევის კულტურა 

გახდი ცვლილების ინიციატორი!
ასოცაცია „მცოდნელი“ იწვევს დაწყებითი კლასების მასწავლებლებს პროექტში „ასწავლე ყოფაქცევის კულტურა“ მონაწილეობის მისაღებად!

ერთად შევქმნათ თაობა, რომელმაც იცის პატივისცემა, კეთილგანწყობა და კულტურული ურთიერთობა.


გახდი ის მასწავლებელი, რომელიც სწავლით ცვლის სამყაროს! 

რეგისტრაციის ბოლო ვადა 2025 წლის 1 ნოემბერი

0001 (2).jpg
დაწვრილებით...

მასწავლებელთა პროფესიული მომზადება

ასოციაცია მცოდნელი –სიახლეთა კვლევის ცენტრი გთავაზობთ ტრენინგებს:

1. კლასის მართვა. 
2. ყოფაქცევის კულტურა და კლასის მართვა
2. სამოდელო გაკვეთილი.
3. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
4.გარე დაკვირვება.
5. რესურსის ძალა – სასწავლო რესურსების შექმნა.
6. გაკვეთილები განსხვავებული აქცენტებით.
7. როგორ ჩავატარო სადამრიგებლო საათი ეფექტურად.
8. მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების ფიზიკის სასერთიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსი.
9. მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების ქართული ენა და ლიტერატურა I-VIკლ. სასერთიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსი.
10. მასწავლებელი, როგორც ლიდერი.

შეარჩიე შენთვის სასურველი კურსი და გაიარე რეგისტრაცია.
ტრენინგის გავლის შემდეგ გაიცემა ორ ენოვანი სერთიფიკატი. ასოციაცია მცოდნელი არ ანიჭებს კრედით ქულებს.

ასოციაცია მცოდნელი – სიახლეთა კვლევის ცენტრი გიწვევთ გაწევრიანდეთ ჩვენ გუნდში. 

მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია!

 ტრენინგი: '"ყოფაქცევის კულტურა და კლასის მართვა".

ეთიკის გაკვეთილები სკოლაში.

 როგორ გამოვიყენოთ სადამრიგებლო საათი ეფექტურად!

ტრენინგი: გაკვეთილები განსხვავებული აქცენტებით

სასკოლო სპექტაკლებისა და ღონისძიებების სცენარები 

ასოციაცია მცოდნელი აცხადებს კონკურსს  მასწავლებლებისთვის    სასკოლო სპექტაკლებისა და ღონისძიებების სცენარების შექმნაში დაწყებითი კლასების (I–IV) მოსწავლეთათვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს. თითოეულმა მასწავლებელმა უნდა წარმოადგინოს ერთი სცენარი, რომელიც ექსკლიზიურად შეიქმნება ამ კონკურსისთვის, თემატიკა თავისუფალია. 

  •  I, II, III ადგილის მფლობელები დასაჩუქრდებიან ფასიანი საჩუქრებით.

  • საუკეთესო 20 სცენარი დაიბეჭდება ასოციაცია მცოდნელის მიერ გამოშვებულ კრებულში.

  • კონკურსში მონაწილე პედაგოგებს გადაეცემათ სერთიფიკატი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა
2025 წლის 25 დეკემბერ 

მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია და სცენარი გადმოაგზავნეთ infomtsodneli@gmail.com

კონკურსი მასწავლებლებისთვის

ააიპ. ასოციაცია მცოდნელი – სიახლეთა კვლევის ცენტრი მისამართი: ბაქოს ქ. # 1, თბილისი, საქართველო

ტელეფონი: 211 07 80  ელ–ფოსტა: infomtsodneli@gmail.com

© 2016 Proudly created by Mtsodneli 

bottom of page